კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ

ნახვები: 719 ირაკლი კობახიძე - შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ

შალვა რამიშვილზე არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა დავით კეზერაშვილის მიერ, კეზერაშვილმა თავის დანაშაულებსა და თავის ტელევიზიას მიხედოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შალვა რამიშვილზე ხდება პოლიტიკური მიზნით და მოტივით ნაკარნახევი შეტევა.

„მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე კომენტარს. ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი.

„პოსტივი“ გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო „მთავარ არხს“, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს და ეს არ მოსწონს ოპოზიციას, აქედან გამომდინარე, დაიგეგმა პოლიტიკური კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის „პოსტივის“ ერთ-ერთი სახე. ეს არის პოლიტიკური მოტივი.

რაც შეეხება ზოგადად, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას, სადაც არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა თქმა უნდა, ამას დავგმობ. ყველაფრის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ, ეს არის ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის დანაშაულებს და თავის ტელევიზიას მიხედოს. თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი. ეს არის მოწოდება კეზერაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ამდენი ქალის მოსყიდვა შეძლო კეზერაშვილმა, კობახიძემ აღნიშნა: „ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა