კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველო „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივას უერთდება

ნახვები: 661 საქართველო „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივას უერთდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ ინიციატივას.

შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. ინიციატივას მხარი 105 ქვეყანამ დაუჭირა.

„საქართველოსთვის „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომის დანერგვა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის ძირითადი ფოკუსია ნარჩენების პრევენციის მიმართულებით მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განცხადებას და მოწოდებას უფრო აქტიურად და ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ პლანეტის სამმაგ კრიზისს – ბიომრავალფეროვნების კარგვას, კლიმატის ცვლილებას და დაბინძურებას. „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომა ახალ შესაძლებლობას უქმნის ბიზნეს სექტორს უნარჩენო და ცირკულარული წარმოების დანერგვის მხარდასაჭერად“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სოლომონ პავლიაშვილმა „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ კონცეფციის დასანერგად ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორცილების აუცილებლობაზე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის აქტიური მონაწილე საქართველოც იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა