კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

ნახვები: 463 ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ

საკონსტიტუციო ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საარჩევნო ბარიერი, ეს უნდა იყოს დაბალი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საარცევნო ბარიერი ორ პროცენტზე მეტი თუ იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

„ბარიერი არ უნდა იყოს ორ პროცენტზე მეტი, რათა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და მოსახლეობის განწყობები ადეკვატურად ასახული პარლამენტის შემადგებლობაში. თუ „ქართულ ოცნება" ორ პროცენტზე მეტს შემოიტანს, მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით, მცირდება საარჩევნო ბარიერი, იცვლება ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესი. ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა ხვალ იგეგმება. პროექტის მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა