Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

ნახვები: 672 ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა

ჰორიზონტზე მესამე მსოფლიო ომი გამოჩნდა ბირთვული ხანძრით, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ  ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„აშშ-ისა და მისი სატელიტების ძალისხმევით, ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში გაჩაღებულია ფართომასშტაბური ომი „ბოლო უკრაინელამდე“ (ვციტირებ), რომლის შედეგადაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა და დასახიჩრდა მილიონამდე ადამიანი ორივე მხრიდან. მილიონობით ლტოლვილად იქვა. შედეგად, ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით. კითხვა ერთია: რა გავაკეთოთ? ყველას გესმით და იცით: გზა ერთია – მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე!“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

„გავრისკავ და წარვადგენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. ზავის გამოცხადებას ორივე მხრიდან ჯარების გადაადგილების, გადაჯგუფების უფლების გარეშე, იარაღისა და საბრძოლო მასალების, ცოცხალი ძალების და ტექნიკის გადასროლის უფლების გარეშე“, – აღნიშნა მან.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელია ყველა სახის საკითხის მოგვარება – ტერიტორიული, აღდგენითი, უსაფრთხოებისა და სხვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა