კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება

ნახვები: 754 ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა არის ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა აბსურდულია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ტერორისტ სახელმწიფოს მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა აჩვენებს, რომ გლობალური ინსტიტუტები გაკოტრებულ მდგომარეობაში არიან და მათი რეფორმირება აუცილებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს აბსურდული და დესტრუქციული ამბავი. დღეს ტერორისტმა სახელმწიფომ დაიწყო თავმჯდომარეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. გუშინ რუსეთის არმიამ კიდევ ერთი უკრაინელი ბავშვი მოკლა – ხუთი თვის ბიჭი. მას დანილო ერქვა. და ამასთან, რუსეთი არის გაერო-ში უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ეს არის არაფერი, თუ არა ასეთი ინსტიტუტების სრული გაკოტრება. არ არსებობს ტერორის ის ფორმა, რომლისთვისაც რუსეთს ჯერ არ მიუმართავს. და არ იქნება მიზეზი, რომ შეჩერდეს გლობალური ინსტიტუტების, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმა, რომელიც მომწიფდა, რათა ტერორისტ სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელსაც სურს, იყოს ტერორისტი, არ შეეძლოს მსოფლიოს განადგურება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა