კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია

ნახვები: 655 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია

ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი ამ არჩევნებზე, აშშ-ის ელჩისთვის პრეზიდენტის კარი დახურულია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა თურქეთში აშშ-ის ელჩის, ჯეფრი ფლეიკის სურვილი, შეხვდეს თურქეთის ოპოზიციის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქემალ კილიჩდაროღლუს.

„ჩვენ უნდა ვასწავლოთ გაკვეთილი აშშ-ს, განსაკუთრებით, ამ არჩევნებზე. ჯო ბაიდენი იქიდან საუბრობს. ჯო ბაიდენის ელჩი ბატონ ქემალს ეწვევა. თქვენ ხართ ელჩი. აქ თქვენი თანამოსაუბრე არის პრეზიდენტი. ახლა რა სახით მოსთხოვთ პრეზიდენტს დანიშვნას? ჩვენი კარები დაკეტილია მისთვის, ის ვეღარ შემოვა. რატომ? თქვენს ადგილს გაიგებთ. თქვენ გეცოდინებათ თქვენი, როგორც ელჩის მოვალეობა. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს ელჩი. კარგად ვემზადებით 14 მაისისთვის. კარგად მივდივართ. ჩვენ კონკრეტულად 6 მილიონზე მეტი ახალგაზრდა გვყავს და ამ ახალგაზრდის პოზიცია ამ არჩევნებზე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა