კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ

ნახვები: 629 ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ

„რესპუბლიკურ პარტიას“ არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება არის „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა.

„ოპოზიციაში ოლიგარქების ძიება არის „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა. ყველამ იცის და ცხადია, რომ ამ ქვეყანაში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფლობს ყველა სახელისუფლებო ტელევიზიას, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, ხოლო ოპოზიციაში ოლიგარქის ძიება, რასაც ვხედავთ „ქართული ოცნებიდან“, დიახ, არის პოლიტიკური დაკვეთა.

მე შემიძლია, ვისაუბრო „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. პარტიას არ აფინანსებდა და არც აფინანსებს კეზერაშვილი, არც მომავალში დააფინანსებს. არ ველოდები, რომ მომავალში დააფინანსებს და არც ვთხოვთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა