თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

იაგო ხვიჩია - კეზერაშვილთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია

ნახვები: 428 იაგო ხვიჩია - კეზერაშვილთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია

ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩს“ კეზერაშვილთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვს.

„დავით კეზერაშვილს არ ვიცნობ და ალბათ გამიჭირდება, დეტალურად ვთქვა, მის თავში რა დევს და რა მიზნები აქვს, მაგრამ მგონია, ნარატივი, რომ ქართული ოპოზიცია არის ის ხალხი, რომელიც ერთიანდება კეზერაშვილისა და მერაბიშვილის, „ნაცების“ გარეშე, ყველაზე საჭირო და მწყობრია „ქოცებისთვის“. ქართული ოპოზიციის მიმართ ასეთი დახმარებით, კეზერაშვილი უფრო „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ვიდრე ოპოზიციას. მთელი ოპოზიციური პროცესის დისკრედიტაცია მოხდა იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში კეზერაშვილ-მერაბიშვილი აღმოჩნდნენ. მართლა თუ „ქოცებს“ ებრძვი, ის არ უნდა დაუშვა, რომ ყველაზე დისკრედიტირებული აღმოჩნდე ოპოზიციის მხარეს და დისკრედიტირების მიზეზი იყო. ჩემი აზრით, „ქოცების“ დამარცხების პროცესს აზიანებს, ხელს უშლის არსებული ოპოზიციური კონსტრუქცია, რომელიც დგას კეზერაშვილის ფულზე და „ნაცების“ შიგნით – ვანოს რეპუტაციაზე.

თუ რაიმე ინარჩუნებს ხელისუფლებას, „ნაცების“ მტრის ხატია – სააკაშვილი რომ ციხეშია, ეს ხატი სათანადოდ მაინც არ გამოიყურება. ამიტომ საჭიროა მისი გაძლიერება ისეთი ფიგურებით, როგორებიც მერაბიშვილ-კეზერაშვილი არიან და ამაში ხელი არ უნდა შეუწყონ „ქოცებს“. ჩვენ მასთან არც კომუნიკაცია გვქონია და არც თანამშრომლობის სურვილი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნებოდა, ქვეყნის პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი ლიდერი უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გვქონია, რადგან ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. ვინმე ფულს თუ გაძლევს, ამ ფულს თავისუფლების სანაცვლოდ გაძლევს და ჩვენ მზად არ ვიყავით, თავისუფლება კეზერაშვილის ფულის გამო დაგვეთმო.

დავით კეზერაშვილზე დამატებითი კითხვებით თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართეთ, კარგად იცნობს. რაც შეეხება „ფორმულას“, ხელისუფლება ცდილობს, საფრთხეები ხელოვნურად გამოიგონოს და ებრძოლოს, „ფორმულაც“ ასეთი საფრთხეა. არ შეიძლება, „ფორმულა“ რაიმე საფრთხე იყოს  იმ რესურსებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს და რა რეიტინგიც „ფორმულას“ აქვს. „ფორმულა“ და „მთავარი“ „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე მეტი დამხმარე არიან ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რადგან მაყურებელს სთავაზობენ არასწორ ნარატივებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ერთმანეთში ურევენ მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოს. საბოლოო ჯამში, „ქოცურ“ თამაშს ყველაზე მეტად თამაშობენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა