Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ირაკლი ღარიბაშვილი - იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, 7,1 პროცენტია ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

ნახვები: 504 ირაკლი ღარიბაშვილი - იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, 7,1 პროცენტია ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, 7,1 პროცენტი არის ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებაში მაღალმა აქტიურობამ, მათ შორისაა მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.

„იანვარში გვქონდა რვა პროცენტზე მეტი და თებერვალში 5,8 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა. ანუ, საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7,1 პროცენტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა, ამაზე მოგვიანებით კიდევ მოგახსენებთ დამატებით, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ასევე, მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში: მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი – ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა