კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება

ნახვები: 590 ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება

ფინეთი დღეს ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდება. პროცედურების თანახმად, ბრიუსელში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ დოკუმენტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გადასცემს. საბოლოოდ კი, ქვეყნის დროშა ნატო-ს შტაბ-ბინაში საფრანგეთისა და ესტონეთის დროშებს შორის აღიმართება.

ფინეთმა ნატო-ში ინტეგრირება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა, ალიანსში გაწევრიანება კი, ქვეყნისთვის ნეიტრალიტეტის დასასრულს გულისხმობს.

იმის მიუხედავად, რომ თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ნატო-ში ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, უკრაინის ომის ფონზე, ფინეთმა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირება.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ამ პროცესის საპასუხოდ, ქვეყანა გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა