კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაშია ბრალდებული

ნახვები: 582 პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაშია ბრალდებული

პროკურატურის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრალდებულია ბიზნესდოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაში. ამის შესახებ ნათქვამია ბრალის წარდგენის დოკუმენტში, რომელიც მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ელვინ ბრეგმა გაასაჯაროვა.

კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა დაემალა ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის 2016 წელს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა ვერ დაუშვებს, რომ ნიუ იორკში ბიზნესდოკუმენტაცია გაყალბდეს დანაშაულის დაფარვის მიზნით.

მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ელვინ ბრეგის განცხადებით, ტრამპის წინააღმდეგ 34 სხვადასხვა მუხლით წაყენებული ბრალი ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ 34 ყალბ განცხადებას ეხება, რომლებიც ტრამპმა დანაშაულის დასაფარად გააკეთა.

როგორც ელვინ ბრეგი ამბობს, საქმე ეხება 2016 წლის არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ თანხას, რათა ამ უკანასკნელს ტრამპთან წარსული სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა.

პროკურორის თქმით, მოგვიანებით, ტრამპმა აღნიშნული თანხა – 130 000 დოლარი, კოენს დაუბრუნა. ტრამპი ამტკიცებდა, რომ ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა, თუმცა, პროკურორის თქმით, ეს ტყუილი იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა