პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ირაკლი შოთაძე ესტონეთის გენერალურ პროკურორს, ანდრეს პარმასს შეხვდა

ნახვები: 745 ირაკლი შოთაძე ესტონეთის გენერალურ პროკურორს, ანდრეს პარმასს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ესტონეთის გენერალურ პროკურორ ანდრეს პარმასს შეხვდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

„შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ანდრეს პარმასს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ანდრეს პარმასმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ესტონეთის გენერალურ პროკურორს, უწყების შიგნით დანერგილი ციფრული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა