თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს საპატრიარქო - ვაპირებთ შევქმნათ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ერთმანეთთან ქართველი და უცხოელი მეცნიერები ითანამშრომლებენ - გადაიხედება გენერალური/მართვის გეგმა

ნახვები: 676 საქართველოს საპატრიარქო - ვაპირებთ შევქმნათ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ერთმანეთთან ქართველი და უცხოელი მეცნიერები ითანამშრომლებენ - გადაიხედება გენერალური/მართვის გეგმა

გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპატრიარქო აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად ითანამშრომლებენ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის საპატრიარქო გელათის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდს შექმნის.

„გვსურს საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ 2023 წლის 24 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, დღეს, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გელათის სარეაბილიტაციო, სარესტავრაციო, საკონსერვაციო და სხვა საჭირო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო განახორციელებს.

საქართველოს საპატრიარქო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მოთხოვნის და ICOMOS/ICCROM -ის სპეციალისტთა რეკომენდაციების თანახმად (2022 წლის 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე განხორციელებული მისიის ანგარიში) უპირობოდ აპირებს შექმნას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, სადაც ქართველი და საერთაშორისო დონის მოწვეული უცხოელი მეცნიერები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ გელათის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადაიხედება და განახლდება გენერალური/მართვის გეგმა. შეიქმნება კონსერვაციის ახალი და მაღალი სტანდარტის საბაზისო დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება დეტალურ და სიღრმისეულ კვლევებზე. გელათის ტაძრების მხატვრობის და უპირველეს ყოვლისა ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის გადაუდებელი მდგომარეობის გამო, ორშაბათს, 10 აპრილს, გაემგზავრება მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც დაიწყებს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, ICOMOS/ICCROM -ის პირველი რეკომენდაციის შესრულებას, ტაძრის მხატვრობის გრაფიკული სქემების შექმნას.

საქართველოს საპატრიარქო შექმნის გელათის სპეციალურ ვებ-გვერდს, სადაც საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რათა მოქალაქეებს არ შეექმნათ განცდა, რომ ძეგლის მიმართ არ ხორციელდება ყველა დროული და საჭირო ღონისძიება, ხოლო მათ მიმართ არ გაგვაჩნია შესაბამისი პატივისცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა