კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და ევროკავშირის მხარდაჭერა

ნახვები: 545 ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და ევროკავშირის მხარდაჭერა

გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა და ევროკავშირის მხარდაჭერა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროექტს ევროკავშირმა უკვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

„მრავალო წელია, აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ რა ინფორმაციაც მივიღე, იმის თანახმად, 11 000 მეტრის მილსადენი არის ოპერირებაში, აწვდის გაზს 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ეს არის მასშტაბური პროექტი და მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ პროექტს. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიალში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა