კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

ნახვები: 437 შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი, ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპაუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ სხვადასხვა ცხელ წერტილში, იქნებოდა ეს ერაყი თუ ავღანეთი. ჩვენმა ხალხმა გაიღო სისხლი, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო საერთაშორისო მშვიდობა ამერიკელ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ამ პარტნიორობას ჩვენ 30 წელი პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭირო არის ჩვენი პარტნიორობა, თანადგომა, ამას ვიჩენთ, მათ შორის იმით, რომ ავღანეთში საქართველო იყო ამერიკის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით. უკან როდესაც იხევდა ალიანსის ძალები, საქართველომ უმოკლეს ვადებში ლოგისტიკურად მოაწესრიგა ავღანეთიდან ალიანსის ძალების უკან დახევა და ამან უზრუნველყო, მათ შორის ის, რომ პროცესი მთლიანად ყოფილიყო ორგანიზებული. ეს ნაბიჯი არ არის ისეთი, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისა და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება ხდება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები. ამავე დროს, იმ კონტექსტში, რომ არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა არ ხდება. არის მითითება რაღაც საჯარო წყაროებზე, რაც ყველამ ვიცით და ვერავინ ამბობს, რა არის ამ საჯაროში სპეციფიკური წყარო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა