კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

ნახვები: 515 სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით - გირაოთი შეეცვალა.

მისივე თქმით, დოკუმენტების მიღების შემდეგ, დაცვის მხარე გაეცნობა თუ რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და რატომ არ შეცვალა ის.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გავასაჩივრეთ. ვითხოვდით, რომ სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება ანუ პატიმრობა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისს შეუფარდეს, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით, გირაოთი შეეცვალა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუშვებლად ცნო, წარმოებაში არ მიიღო და ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება. ჩვენ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივრეთ და მთლიანად საქმეზე არ გვისაუბრია. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯერ დოკუმენტური სახით არ მიგვიღია. როდესაც მივიღებთ, გავეცნობით და გამოვიკვლევთ, რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და რატომ არ შეცვალა ის“, - განაცხადა თათია მანეჟაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

„ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა