პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის - ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 431 მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემთვის დიდი პატივი იყო მეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროსთვის და მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული ხელშესახები პროგრესით საქართველომ საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობა და პარტნიორობისათვის სანდო მოკავშირის სტატუსი მოიპოვა

„დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ სამი ათწლეულის განმავლობაში რთული გზა გაიარა და დღეს, თითოეული მისი თანამშრომლის უდიდესი შრომისა და თავდადების შედეგად, ჩვენს ქვეყანას თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და მოდერნიზაციის უმაღლესი სტანდარტები აქვს. ჩემთვის დიდი პატივი იყო მეხელმძღვანელა თავდაცვის სამინისტროსთვის და მეამაყება, რომ თავდაცვის ძალების ფორმირებასა და პროგრესში წვლილი მიმიძღვის.

თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღწეული ხელშესახები პროგრესით საქართველომ საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობა და პარტნიორობისათვის სანდო მოკავშირის სტატუსი მოიპოვა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს 30 წლის იუბილეს, ვუსურვებ კიდევ მეტ წარმატებებს საქართველოს სახელმწიფოს წინსვლისთვის",- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა