კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა, ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, სხვა ვერსიებიც მსმენია, ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა

ნახვები: 450 პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა, ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, სხვა ვერსიებიც მსმენია, ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკაში საქმიანობასთან დაკავშირებით მათი პარტიის მიმართ კითხვა არასოდეს გაჩენილა.

აღნიშნული კომენტარით მანჯგალაძე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია ოპოზიცია“.

როგორც მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ხაბეიშვილი ამას „სტრატეგია აღმაშენებელზე“ ვერ იტყოდა.

„ლევან ხაბეიშვილი ამას „სტრატეგია აღმაშენებელზე“ არ და ვერ იტყვის, რადგან პოლიტიკაში ჩვენს საქმიანობაზე კითხვა არასოდეს გაჩენილა. ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტას ვეძებდით და მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, აქეთ უფსკრულია და ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლება. უფსკრულში რუსეთს ვგულისხმობ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციაში ბევრი თვითმარქვიაა.

„ასეთია ფრიდონ ინჯიას პარტია, რომელიც გამოსვლებით „ქოცზე“ უფრო „ქოცია“. ამათ გარდა, სხვა ვერსიებიც მსმენია, თუმცა ახლა ჩემი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება აქციას, ვისაც არ მოსწონს ეს აქცია, უკეთესი გააკეთოს. ნებისმიერ აქციაზე მივალთ, როცა მოთხოვნები სამართლიანია. ქვეყანას ევროპა რომ სჭირდება და სასამართლოს კლანისგან გათავისუფლება, ეს ფაქტია“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა