კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ნახვები: 567 თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე გოგი ჩიქოვანი წარადგინა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

კახა კალაძემ მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„გვაქვს საკადრო ცვლილებები. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანი, რომელიც აქამდე იკავებდა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას. მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა გვანცელაძეს, რომელიც აქამდე იკავებდა სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას. მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პოსტი დაეტოვებინა. პირველ რიგში, ვუსურვებ ჯანმრთელობას. მადლობას ვუხდი გაწეული შრომისა და საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ მიმართულებაში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა