კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას

ნახვები: 515 ხატია დეკანოიძე - მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას

მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის, არც ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ასევე დეპუტატ ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრებაზე.

„ეს იყო ძალიან დიდი უხერხულობა და ოპოზიციის მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნა. დილით სხვა ინფორმაცია გვქონდა, საღამოს სხვა გავიგეთ. მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის, არც ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციამ პრეზიდენტს გუშინ, 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა.

მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა