კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე - არ გამიკვირდება, საარჩევნო ზღვარის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სიურპრიზი გამოაცხოს

ნახვები: 496 ბადრი ჯაფარიძე - არ გამიკვირდება, საარჩევნო ზღვარის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სიურპრიზი გამოაცხოს

„ქართული ოცნების" მხრიდან მოსალოდნელია ყველანაირი სიტყვის გატეხვა. ნახეთ აშშ-ს საელჩოს განცხადება, ევროკავშირის განცხადება, რომ უკვე მერამდენედ გატეხა პირობა „ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შეფასება არავის მიმართ გაკეთებულა.

„ასეთი შეფასება არ მახსოვს ვინმეს მიმართ განხორციელებულიყოს, ვგულისხმობ, მმართველი პარტიის მიმართ, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა არ დაიშურეს კრიტიკული შეფასებები. პოლიტიკური ძალა ფასდება იმით, თუ რამდენად პატივს სცემს თავის სიტყვას, რამდენად პატივს სცემს ხელშეკრულებებს, რომელსაც ხელს აწერს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნება" ისეთ როლში, რომ უკვე მესამედ მოახერხა შეერცხვინა თავი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ახლა, რომ კიდევ ერთხელ მორიგი სიურპრიზი გამოაცხონ საარჩევნო ზღვარის საკითხზე, არ გამიკვირდება. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა