კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლაი პატრუშევსა და ვალერი გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დივერსიის გეგმა ჰქონდათ

ნახვები: 704 ნიკოლაი პატრუშევსა და ვალერი გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, დივერსიის გეგმა ჰქონდათ

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს პუტინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, უკრაინაში საომარი მოქმედებების დივერსიისთვის გეგმა ჰქონდათ და მის განხორციელებას 5 მარტამდე ფიქრობდნენ, მაშინ, როდესაც პუტინი, სავარაუდოდ, ქიმიოთერაპიის მორიგ კურსს დაიწყებდა და საომარ მოქმედებებზე გავლენის შესაძლებლობა აღარ ექნებოდა, – ამის შესახებ საუბარია პენტაგონისთვის განკუთვნილ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში, რომელიც „ვაის ნიუსისთვის“ გახდა ხელმისაწვდომი.

„წყაროს ცნობით, „იერიშის“ გეგმა… რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევისა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მიერ შემუშავებული სტრატეგია იყო პუტინის საბოტაჟისთვის“. წყარომ 22 თებერვალს მიანიშნა, რომ, სავარაუდოდ, გერასიმოვი გეგმავდა, გაეგრძელებინა ძალისხმევა საბოტაჟისთვის. წყარო აღნიშნავს, რომ გერასიმოვი პირობას დებდა, „ჩაეგდო“ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია 5 მარტისთვის, მაშინ, როდესაც პუტინი, სავარაუდოდ, აპირებდა ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის დაწყებას და არ ექნებოდა შესაძლებლობა, გავლენა ექონია საომარ მოქმედებებზე“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მედიის ინფორმაციით, დაზვერვის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ამ მოსაზრების გავრცელების ავტორი უკრაინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც, თავის მხრივ, კრემლის მაღალჩინოსნებთან კავშირში მყოფი საკუთარი წყარო ჰყავს. ამ დოკუმენტებში არსად არის ნახსენები, რომ ამ მოსაზრების ჭეშმარიტებას აშშ-ის დაზვერვაც ადასტურებს, თუმცა დაზვერვის სააგენტომ, რომელმაც ეს ვარაუდი მიყურადების დროს მოისმინა, საჭიროდ ჩათვალა, ინფორმაცია პენტაგონის ხელმძღვანელობისთვის ეცნობინებინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა