კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა სამნიძე - თითოეული ოპოზიციონერისგან მივიღეთ დასტური, რომ ყველა დარბაზში იქნება, იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებენ და საგამოძიებო კომისია შეიქმნება

ნახვები: 472 ხათუნა სამნიძე - თითოეული ოპოზიციონერისგან მივიღეთ დასტური, რომ ყველა დარბაზში იქნება, იმედი მაქვს, სიტყვას შეასრულებენ და საგამოძიებო კომისია შეიქმნება

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ დეპუტატები სიტყვას შეასრულებენ.

„ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პირადად დავუკავშირდით თითოეულ ოპოზიციონერს და მათგან მივიღეთ დასტური. დღეს უნდა იყოს 50 ხმა და შეთანხმების შესაბამისად შეიქმნას საგამოძიებო კომისია. იმედი მაქვს, ვინც სიტყვა თქვა, ამ სიტყვას შეასრულებს და კომისია შეიქმნება. სიურპრიზებს დღეს არ ველოდები. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, მაგრამ შეთანხმებული ვართ, რომ ყველა დარბაზში იქნება. ვინმემ თუ შეთანხმება დაარღვია, მას პასუხების გაცემა საზოგადოებასთან მოუწევს, რა და როგორ მოხდა. დასტური არის „ნაცმოძრაობიდანაც“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა