კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თქვენ ხართ დამნაშავეები, კრიმინალები, პასუხს აგებთ პოლიტიკურად, ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალია - თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი

ნახვები: 658 ირაკლი კობახიძე ოპოზიციას - თქვენ ხართ დამნაშავეები, კრიმინალები, პასუხს აგებთ პოლიტიკურად, ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალია - თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს წინააღმდეგ სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის.

მან პარლამენტის სესიაზე ოპოზიციას მიმართა, რომ ეს არის მათ მიერ გადადგმული შეგნებული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი.

„უამრავი სიცრუეზე აგებული კამპანიაა სასამართლოს წინააღმდეგ. სწორად შეგახსენეს კოლეგებმა, რომ კანდიდატის სტატუსს პირდაპირ უკავშირდება ეს ყველაფერი. სიცრუეზე აგებული კამპანია წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ დროს სიმართლე არის ციფრებში გამოხატული. სიმართლე არის ის,რომ სასამართლო სისტემაში არამარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა. ამას აჩვენებს ის სტატისტიკა, რომელიც წარმოდგენილი. როდესაც წარმოებს ყალბი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ, ეს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. როდესაც თქვენ დადგენილების პროექტს აინიციირებთ, რომლის მიზანიც არის ამ კამპანიის გაძლიერება, ამით თქვენ კიდევ ერთხელ ცდილობთ, დაბრკოლება შეუქმნათ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არ არის თქვენი შეცდომა, ეს არ არის თქვენი გადაცდომა, ეს არის თქვენი შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი. თქვენ უპირისპირდებით სახელმწიფოს იმით, რომ ცდილობთ გააძლიეროთ სიყალბეზე აგებული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ“,- მიმართა კობახიძემ ოპონენტებს. როგორც მან აღნიშნა, „უტიფრობის უმაღლესი ხარისხია, როდესაც კრიმინალური პოლიტიკური ძალა დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით“.

„თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი. ათი ათასობით ადამიანმა უსამართლოდ გამოიარა ჯოჯოხეთური ციხე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამ დანაშაულისთვის თქვენ საბოლოოდ პასუხს აგებთ პოლიტიკურად. ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალი არის. ასევე, გარდა იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი იყო ციხეში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა თქვენი ხელისუფლების შემდეგ. თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილით. თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით. ალბათ დამეთანხმებით, უტიფრობის უმაღლესი ხარისხია“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა