კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი - საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო განახორციელა, მაგრამ ბოლო ოთხ წელში დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა

ნახვები: 559 კელი დეგნანი - საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო განახორციელა, მაგრამ ბოლო ოთხ წელში დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა

აშშ იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძალიან ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგნანის თქმით, ქართველებს კანდიდატის სტატუსისთვის ერთობლივად მუშაობა მოუწევთ.

„დეკემბერში, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ თქვენთან ერთად აღვნიშნავთ. ეს, ცხადია, რთული პროცესია, რომელშიც ყველა ქართველს მოუწევს ერთობლივი მუშაობა, რათა აჩვენოს წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო ნამდვილად არის ერთგული იმ რთული შრომისთვის, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრობის უფლებას, მათ შორის კანდიდატის სტატუსს. ვიზების შეზღუდვები, რომლებიც სავალდებულოა აშშ-ის კანონმდებლობით, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვაქვს საკმარისი სანდო მტკიცებულება კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობის შესახებ, საქართველოს ხელისუფლებისთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს კორუფციასთან ბრძოლისადმი თავისი ერთგულება და ჭეშმარიტად ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა დეგნანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო განახორციელა სასამართლო რეფორმის მიმართულებით, მაგრამ „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რათა განხორციელებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ნამდვილად გარდაქმნიდნენ ამ სასამართლო სისტემას დამოუკიდებელ სასამართლოდ“.

„სწორედ ამიტომ რჩება ვენეციის კომისიის ხუთი მოსაზრება, რომლებიც რეკომენდაციას უწევს იმ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, საქართველომ გადადგას, თუ მას სურს, შექმნას სივრცე მოსამართლეებისთვის სასამართლო სისტემის შიგნით დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მუშაობისთვის. საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს ბევრი კარგი პროფესიონალი მოსამართლე. მათ სურთ თავიანთი საქმის გაკეთება პოლიტიკური ფიგურების ან ბიზნეს ფიგურების ჩარევის გარეშე და ვფიქრობ, ისინი ამას იმსახურებენ. სწორედ ამას გირჩევთ, ამას გირჩევთ ევროკავშირი, ვენეციის კომისია. ერთადერთი, რისი ნაკლებობაც არის, ეს არის პოლიტიკური ნება ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად. ასე რომ, დეკემბერში ჩვენ მთელ საქართველოსთან ერთად ვიზეიმებთ, როცა კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება და მხარს დაგიჭერთ იმ მძიმე შრომაში, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა