კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე

ნახვები: 528 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე

უკრაინას არ შეუძლია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან მისმა ხელში ჩაგდებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას რუსეთს კრამატორსკსა და სლავიანსკში წინსვლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, რადგან ეს გამოიწვევს საომარი მოქმედებების ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარს შესაძლებლობას მისცემს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია კონტრშეტევისთვის ემზადება და უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. მან ასევე განაცხადა, რომ მის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება. ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერით ისინი საკუთარ თავსაც ეხმარებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველას ესმის, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჩერება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა