თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

IRI – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს - გამოკითხულთა უმრავლესობა პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით უკმაყოფილოა

ნახვები: 622 IRI – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს - გამოკითხულთა უმრავლესობა პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით უკმაყოფილოა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას.

„გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში რუსების მასიურად შემოდინებით, საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მოაგვაროს არსებული პრობლემა და დროულად აირიდოს თავიდან დაძაბულობის გამძაფრება“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია - გამოკითხულთა 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

„საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აგრძელებს მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. IRI მხედველობაში იღებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების სურვილს იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში და განაგრძობს მუშაობას როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დამწყებ პოლიტიკურ მოძრაობებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობა და არჩევანი, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მმართველობით დონეზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა