კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, სატელევიზიო გამოსვლა დროებით შეეწყვიტა

ნახვები: 501 რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, სატელევიზიო გამოსვლა დროებით შეეწყვიტა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, სატელევიზიო ეთერში გამოსვლა დროებით შეეწყვიტა. როგორც თურქული მედია წერს, ერდოღანს სამი წინასაარჩევნო გამოსვლის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი.

გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის გამო, მისი ინტერვიუ 1,5 საათის დაგვიანებით დაიწყო და მოულოდნელად შეწყდა.

სატელევიზიო ეთერი ათ წუთში განახლდა, ერდოღანმა ბოდიში მოუხადა მაყურებელს და განმარტა, რომ შეუძლოდ გახდა. მისივე თქმით, ბოლო ორ დღეში მას ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა და პრობლემები შეექმნა.

ამის შემდეგ მან რამდენიმე კითხვას კიდევ უპასუხა და ინტერვიუ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა