კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა

ნახვები: 536 ირაკლი კობახიძე - IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა

IRI-ის ხელით სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გაყალბდა, ადრეც ეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,  წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება.

„დეტალებში არ შევალ. ეს ფაქტი სამწუხაროა და შემაშფოთებელია, დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ სამწუხაროდ, IRI-ის ხელით გაყალბდა სოციოლოგიური კვლევის მონაცემები . ადრეც ეს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ყალბდებოდა. მაგალითად, წინა კვლევაში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო პერსონალური რეიტინგების გაყალბება. საინტერესოა, რომ წინა კვლევაში ფავორიტები ვინც იყვნენ – უსუფაშვილი, ლომჯარია, დოლიძე, რომელთაც თითქოს ჰქონდათ წარმოუდგენელი რეიტინგები, რამდენიმე თვის შემდეგ IRI-ის კვლევაში საერთოდ ვერ აღმოჩნდნენ. აქედან ჩანს, რომ თავიდან ბოლომდე მანიპულაციაა, რაც იდება ორგანიზაციის სახელით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ სირთულეებს მომავალშიც, მაგრამ კვლევების ასეთ დონეზე გაყალბება ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა