კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი“ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, რომელიც ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს

ნახვები: 573 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი“ მეოთხე ბაზირებულ ხომალდს ამატებს, რომელიც ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს

2023 წლის პირველი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ავიაკომპანია „ვიზეარი“ საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.

ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში სამი და ოთხი სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის განმავლობაში ერდროულად „ვიზეარის“ ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად „ვიზეარის“ 4 ბაზირებული ხომალდი იქნება, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება, რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე საშუალებას იძლევა, ქუთაისის აეროპორტი „ვიზეარის“ მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას, რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30 მდე გაიზრდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა