კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კიევის საჰაერო სივრცეში განადგურდა 11 ფრთოსანი რაკეტა

ნახვები: 532 კიევის საჰაერო სივრცეში განადგურდა 11 ფრთოსანი რაკეტა

რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევთან ახლოს 11 ფრთოსანი რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"წინასწარი მონაცემებით, კიევის საჰაერო სივრცეში განადგურდა 11 ფრთოსანი რაკეტა. გარდა რაკეტებისა, ჩამოაგდეს 2 უპილოტო საფრენი აპარატი (დრონების ტიპი დგინდება)”, - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, დედაქალაქის ობოლონსკის რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზი და გზის საფარი დაზიანდა.

„მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ან საცხოვრებელი ობიექტებისა და ინფრასტუქტურის ნგრევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაცია მოწმდება და ზუსტდება“, - აღნიშნა სერგეი პოპკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსული ძალების მიერ ქალაქ დნეპრის დაბომბვისას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში კი რუსული რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა