კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე სამადაშვილი - წლის ბოლოს ვნახავთ, როგორი იქნება ევროკავშირის შეფასება, ამიტომ, დღეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი რეალობას მოწყვეტილია

ნახვები: 544 სალომე სამადაშვილი - წლის ბოლოს ვნახავთ, როგორი იქნება ევროკავშირის შეფასება, ამიტომ, დღეს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი რეალობას მოწყვეტილია

კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ არა, ოცნების ყოფნა ხელისუფლებაში დასრულდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი დღეს რეალობას მოწყვეტილია.

„ამიტომ, შემდეგი არჩევნები როცა არ უნდა ჩატარდეს, დასრულდება ოცნების მარცხით და ოპოზიციიის გამარჯვებით. რაც შეეხება, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები, წინ გვაქვს რამდენიმე თვე, როცა მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რაც უკავშირდება ევროკავშირის დღის წესრიგს. წლის ბოლოს ვნახავთ, რა იქნება, მათ შორის ევროკავშირის პოზიცია და შეფასება იმასთან დაკავშირებით, რა გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამაზე დღეს საუბარი არის რეალობას მოწყვეტილი, რადგან არ არის დღეს დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები და არც ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა