კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ პირნათლად და დროულად შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა

ნახვები: 527 ილია დარჩიაშვილი - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ პირნათლად და დროულად შევასრულოთ 12 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა

ჩვენი შეხვედრისას ქალბატონ მინისტრს ვესაუბრე საქართველოს ხელისუფლების გაწეულ დიდ ძალისხმევაზე იმისთვის, რომ ჩვენ შევასრულოთ პირნათლად და დროულად 12 რეკომენდაცია, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულების მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და რეკომენდაციების სრულად შესრულებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა გაგრძელდება.

„მე ვუთხარი ქალბატონ მინისტრს, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ასევე, ქალბატონ მინისტრს გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა თუ რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ხელისუფლებამ. მე მას ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს, უკვე ჩატარებული რეფორმების, რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია. დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება თუ ეუთო/ოდირი, ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა