კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა ევროპასთან თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა

ნახვები: 541 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა ევროპასთან თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა

საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კატრინ კოლონას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველო და ევროპა არის ერთიანი.

„მე ჩამოვედი იმისთვის, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი. ჩვენ ამ ვიზიტით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი დამოკიდებულება თქვენს სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, რომელიც ამ რეგიონში არის კომპლექსური, რთული და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბული, იმ აგრესიიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში შეჭრით აწარმოებს.

ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა ეს ომი დაასრულოს. საქართველომ ეს ყველაფერი კარგად იცის, რადგან ის ახლაც იხდის ფასს იმ პოლიტიკის, რომელიც, რა თქმა უნდა, 2022 წლის 24 თებერვალს არ დაწყებულა, საქართველოში 2008 წელს დაიწყო. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს.

ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის საკითხი. ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩამოვედი თბილისში, დიდი რაოდენობით ევროპული დროშები დავინახე. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციები. საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველო და ევროპა არის ერთიანი. ჩვენ გვსურს, რომ ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის პროცესი, რომელიც არის კომპლექსური, რომელიც უკვე დაიწყო. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული საშუალება. ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს ამ გზაზე დავეხმაროთ. აუცილებელია პროგრესი, წინსვლა“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, საჭიროა 12 პუნქტის შესრულება.

„კანდიდატის სტატუსისთვის საჭიროა 12 პუნქტის შესრულება, რომელიც ევროპულმა კომისიამ განაწესა, რეფორმების გატარება, რომელიც ინსტიტუციების თავისუფლებას უზრუნველყოფს სხვადასხვა გავლენებისგან. მხოლოდ ამის შედეგად მოახერხებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა ევროპასთან თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში.

მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველო პროგრესისკენ მიდის, ავითარებს თავის პროექტებს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ ამ პარტნიორების რიცხვში ჩვენც ვიქნებით“,- განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა