კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი კალანდარიშვილი - ამ არჩევნებზე, ტრადიციულისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირებულ ვადაში მოვახდენთ წინასწარი შედეგების გამოცხადებას

ნახვები: 521 გიორგი კალანდარიშვილი - ამ არჩევნებზე, ტრადიციულისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირებულ ვადაში მოვახდენთ წინასწარი შედეგების გამოცხადებას

ცესკო-ს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და პირველში შემთხვევაა, როდესაც ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოყენება.

როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, აპარატი ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც დათვლასთან მიმართებაში ცდომილება არ გააჩნია, ამას კი, დღეს კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ყველა ნახავს.

„პირველად ხდება, როდესაც ტექნოლოგიების გამოყენება ფართო მასშტაბით ხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩართულ მხარეებთან ერთად შესაბამისი დაგეგმარებისა და აღსრულების ნაწილში ჩადო, წარმატებით განხორციელდება.

2018 წლიდან დღემდე ქვეყანაში ჩატარებულმა ექვსმა პილოტმა, ისევე, როგორც საერთაშორისო ყველა იმ ქვეყნების პრაქტიკამ, სადაც დღეს ტექნოლოგიების გამოყენება ხდება, გვაჩვენა, რომ მათ მნიშვნელოვნად შეუძლიათ გაამარტივონ კენჭისყრის დღის პროცედურები, ამასთან, მინიმუმამდე დაიყვანონ ადამიანური შეცდომები საარჩევნო პროცესში. ის ნოვაცია, რომელიც ჩვენ ამ არჩევნებზე პირველად გვექნება უკავშირდება პლანშეტების მეშვეობით შედეგის პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრადიციულისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად შემცირებულ ვადაში მოვახდენთ წინასწარი შედეგების გამოცხადებას და ამის შესაძლებლობა ჩვენ ზუსტად დღეს გვექნება ვნახოთ, თუ დროის რა მონაკვეთში იქნება შესაძლებელი გამოვაქვეყნოთ წინასწარი მონაცემები.

რაც შეეხება აპარატით დათვლილსა და ხელით დათვლილს შორის განსხვავებას, აპარატი ის უნიკალური შესაძლებლობაა, რომელსაც დათვლასთან მიმართებაში ცდომილება არ გააჩნია და ამას დღეს ჩვენ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ყველა ვნახავთ. ამასთან, ყველა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოიყენება აპარატი [შედეგების] ხელით გადათვლა მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში დამატებით შემოტანილია გამჭვირვალობისა და საჯაროობის კომპონენტი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვნახოთ შევამოწმოთ აპარატის მიერ დათვლილი მონაცემები ხელით დათვლილ მონაცემებთან მიმართებაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების დისკრეცია, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილებით ჩათვალონ ან მიიჩნიონ ან არ მიიჩნიონ კონკრეტული ბილეთი ბათილად ან ნამდვილად, ეს კანონმდებლობიდან ამოღებულია. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკა და განვლილი პილოტებიც აჩვენებს იმას, რომ ფაქტობრივად ცდომილება ხელით დათვლილსა და აპარატით დათვლილს შორის არ იარსებებს მცირედი პროცენტის გარდა და ეს მცირედი პროცენტიც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ კონკრეტულ ბათილ ბიულეტენთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა