კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - IRI-ის კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი დაუწერეს, უკონკურენტო არჩევნებში ამომრჩევლების რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტს

ნახვები: 556 მამუკა მდინარაძე - IRI-ის კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი დაუწერეს, უკონკურენტო არჩევნებში ამომრჩევლების რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტს

უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე მიმდინარე არჩევნებში

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება. მდინარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იმ ფონზე, რომ ამომრჩეველთა საერთო სიის 20%-ზე მეტი უკვე მივიდა მიმდინარე არჩევნებზე. „რამდენიმე დღის წინ IRI-ს კვლევით „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს. დღეს, მიმდინარე არჩევნებში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების აქტივობა 20%-ს გადასცდა. ვიმეორებ, უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს! კიდევ ვიმეორებ, იმ უბნებში და ოლქებში, სადაც დღეს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა საერთო სიის(!) 20%-ზე მეტი უკვე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კანდიდატები არ ყავს დაყენებული… აი რაია?“ – წერს მამუკა მდინარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა