კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება, ისედაც რთულად პროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს

ნახვები: 555 ირაკლი ღარიბაშვილი - რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება, ისედაც რთულად პროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა.

პრემიერის თქმით, დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რთულად პროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში მთავრობას განსაკუთრებული გონიერება მართებს.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება, ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები, და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა