კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს​

ნახვები: 525 ენტონი ბლინკენი - აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს​

აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფანში საგუშაგოს შექმნა ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესში ნდობის დამყარების მცდელობებს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის დროს განაცხადა.

ენტონი ბლინკენს და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო დისკუსიების მნიშვნელობას და თქვა, რომ აშშ მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს უთხრა, რომ კომერციული და კერძო მანქანებისთვის ლაჩინის დერეფნის გახსნა მნიშვნელოვანია.

ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა