პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

კახა კალაძე - ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია

ნახვები: 604 კახა კალაძე - ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია

ოპოზიციის წარმომადგენლებმა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძე საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, 29 აპრილს გამართულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს მმართველ პარტიას და მის კანდიდატებს.

„ცხადია, თუ რატომ არ მიიღო ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან იცოდნენ, თუ რა შედეგი დადგებოდა. ძალიან კარგად იციან, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას მათ მიმართ. მათი ავტორიტეტი, პოლიტიკური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში განულებულია. რომელიღაც კონკრეტულ პარტიას, რა თქმა უნდა, ჰყავს თავისი მხარდამჭერები შემორჩენილი, მაგრამ დღეს ყველაზე მძლავრად წარმოდგენილია „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებით. ეს კონკრეტული შუალედური არჩევნებიც ამის დამადასტურებელია – საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, არჩეულ კანდიდატებს კი წარმატებები უსურვა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო არჩეულ კანდიდატებს, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა