კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

ნახვები: 457 აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი კანცელარიასთან გრძელდება

მე-15 დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან სამინისტროს უმოქმედობას აპროტესტებენ და შვილებისთვის მედიკამენტს ითხოვენ. მშობლები უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ და აღნიშნავენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მშობლები მე-15 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ - ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას, მედიკამენტის შემოტანას და შემოტანის ვადებზე მისგან ოფიციალურ ხელმოწერას ითხოვენ. მშობლებმა ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.

"იქამდე ვიქნებით ქუჩაში 24 საათი, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა. რა გვაქვს? ერთადერთი მოთხოვნა - დაიწყოს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მედიკამენტს ვითხოვთ, სხვას ხომ არაფერს? მოთხოვნა არის ის, რომ 15 წუთით შეგხვდეს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და მოაწეროს ერთადერთ დოკუმენტს ხელი", - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, სალომე გაბელაშვილმა.

გუშინ, 1-ელ მაისს, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მშობლებს მოუწოდა, რომ პროცესი სამუშაო მაგიდასთან გაგრძელდეს - ამას მშობლები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში მათთან მთავრობიდან კომუნიკაცია არავის ჰქონია. მშობლების თქმით, მიუხედავად მათი მზაობისა, შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებს, შემოთავაზება არ ყოფილა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა