კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა სამნიძე - ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და საზოგადოებამ ნახოს, სად დგას „ქართული ოცნება“

ნახვები: 474 ხათუნა სამნიძე - ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა და საზოგადოებამ ნახოს, სად დგას „ქართული ოცნება“

საგამოძიებო კომისიის შექმნა არის კონსტიტუციური უფლება და 50 ხმა და 50 დეპუტატი არის საკმარისი იმისთვის, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაზეა უმრავლესობა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძის თქმით, ოპოზიცია გაჩერებას არ აპირებს.

„უმრავლესობამ ჩათვალა, რომ არც კონსტიტუცია აინტერესებთ, არც რეგლამენტი, არც საზოგადოებრივი პოზიცია, არც ჩვენი პარტნიორების პოზიცია, არც პარლამენტის მუშაობა. არაფერი აინტერესებს „ქართულ ოცნებას“ გარდა კლანის დაცვისა, გადაფარებისა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებისა. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაჩერდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ 50, დავარეგისტრიროთ და ვიმსჯელოთ ასევე ქოლცენტრების გამოძიების კომისიის შექმნაზე, ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა ამ საკითხებთან დაკავშირებით და საზოგადოებამ ნახოს, სად დგას „ქართული ოცნება“, – განაცხადა სამნიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა