კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დმიტრო კულება - გადამწყვეტი იქნება ის ბრძოლა, რომელიც უკრაინის ტერიტორიებს სრულად გაათავისუფლებს

ნახვები: 586 დმიტრო კულება - გადამწყვეტი იქნება ის ბრძოლა, რომელიც უკრაინის ტერიტორიებს სრულად გაათავისუფლებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ყურადღება არ მიაქციონ დასავლური მედიის განცხადებებს შესაძლო „კონტრშეტევის წარუმატებლობის“ შესახებ.

„ესენი არიან იგივე ექსპერტები და მედია, რომლებმაც თქვეს, რომ უკრაინა ვერ გაუძლებს რუსეთის თავდასხმებს. ნაკლები უნდა ვისაუბროთ კონტრშეტევაზე და მეტი ვიმუშაოთ, რომ განვახორციელოთ. ომი უნდა დამთავრდეს, ეს ყოველდღიური სამუშაოა. გადახედეთ პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებს, არ არსებობს, რომ პრეზიდენტმა არ დააყენოს იმ იარაღის მოწოდების საკითხი, რომელიც ჩვენი ბრიგადებისთვის აუცილებელია“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა არ უნდა იყოს მიღებული გადამწყვეტ ბრძოლად.

„ზოგიერთ მეგობარ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: „ეს არის გადამწყვეტი და საბოლოო ბრძოლა. თუ შეუძლებელია სამხედრო გზით გამარჯვება, მაშინ უნდა წახვიდე დათმობებზე“, მაგრამ ეს ასე არ არის. გადამწყვეტი იქნება ის ბრძოლა, რომელიც უკრაინის ტერიტორიებს სრულად გაათავისუფლებს“, – აღნიშნა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა