კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

ნახვები: 537 თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. ადვოკატები ასევე, კვალიფიკაციის შეცვლას და ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებას მკვლელობის მუხლით მოითხოვენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მასალები არათუ ეჭვს ბადებს, არამედ, ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

„ოფიციალურად ვითხოვთ, რომ დაიწყოს პროკურატურამ ხელმეორედ გამოძიება, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას მინიჭოს და ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს.

ყველაფერი, რაც არსებობს საქმეში და რაც ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებისას, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას. იგივე ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები, ინფორმაციები, რომლებიც ადასტურებენ როგორ ეძებდა მოკლული თამარ ბაჩალეიშვილი გზას. ასე რომ, იმის მტკიცება, რომ გოგომ 70 კმ თვითმკვლელობისთვის გაიარა, აბსურდია.

ასე მარტივად ჩვეულებრივი რიგით მოქალაქე ვერ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს, რომ ასეთი მოცულობის დანაშაული ჩაედინა. ამას ვერ ჩაიდენდა რიგით პიროვნება. ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი და კარგად მომზადებული დანაშაული,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა და მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ამ განცხადების შემდეგ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამომძიებელი სერგო შუბითიძე გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია. ადვოკატის განმარტებით, სერგო შუბითიძის სურვილია, რომ მან გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა