კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველო აშშ-ის წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ხელისუფლება ხარჯებზე მიუთითებს

ნახვები: 589 საქართველო აშშ-ის წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ხელისუფლება ხარჯებზე მიუთითებს

საქართველო წელს ევროპაში შეერთებული შტატების ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, Defender 23-ში მონაწილეობას არ მიიღებს. თავდაცვის სამინისტროში წვრთნებზე უარის თქმას ლოგისტიკური ხარჯებით ხსნიან.

Defender 23 შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების, კერძოდ, აშშ-ის ევროპისა და აფრიკის არმიის ორგანიზებული წვრთნებია, რომელიც 2021 წლიდან ტარდება. წელს წვრთნები 22 აპრილიდან 23 ივნისამდე გრძელდება. პენტაგონის ინფორმაციით, სწავლებაში 9000 ამერიკელი და 17 000 საერთაშორისო სამხედრო მიიღებს მონაწილეობას 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან. სწავლებების ნაწილი 10 სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში გაიმართება.

აღნიშნულ წვრთნებში გასულ წელს საქართველომ მონაწილეობა მიიღო. აპრილის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ საქართველო წელსაც შეუერთდებოდა Defender 23-ს, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია შეიცვალა. თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ "სპეკულირებას პერსპექტივა არ აქვს".

"ჩვენ წელს ვმონაწილეობთ 20 საერთაშორისო სწავლებაში. კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენი სწავლებების რეკორდული ციფრი იყო შარშან, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას საქართველოში. ასევე, რეკორდულად მაღალი ციფრებია ჩვენი მონაწილეობა საზღვარგარეთ. ასე რომ, ამით სპეკულირებას პერსპექტივა არა აქვს. შეიძლება, კონკრეტული სწავლება იყოს სხვადასხვა ლოგისტიკურ ხარჯთან, სხვადასხვა სირთულესთან დაკავშირებული. ჩვენ ეს და ამაში პრობლემას ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს", - განაცხადა მინისტრმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხარჯებით წვრთნებში არმონაწილეობა ვერ გამართლდება.

"პირველი იმიტომ, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანზე რაზე ხარჯავთ ფულს; და მეორე და მთავარი, მსგავს სწავლებებში მონაწილეობა ჩვენ, როგორც წესი, დიდი არაფერი გვიჯდებოდა იმიტომ რომ ტრადიციულად პარტნიორები უზრუნველყოფდნენ ხოლმე!" - აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

დეპუტატი თეონა აქუბარდია კი წვრთნებზე უარის თქმას, აშშ-ის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლეების სანქცირებას უკავშირებს. მისივე თქმით, წვრთნებზე უარი კრემლისთვის "პირდაპირ ძღვენია".

"როდესაც რუსეთის შეშფოთებით ადევნებდა თვალს ამ სამხედრო სწავლებას ბოლო წლების მანძილზე და გამოხატავდა კიდევაც თავის უკმაყოფილებას, საქართველოს არმონაწილეობა ამ სამხედრო სწავლებაში პირდაპირ ძღვენია კრემლისთვის და დამაზიანებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. მინისტრმა იცრუა, როდესაც ეს ახსნა ლოგისტიკური ხარჯებით", - აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა