Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ენტონი ბლინკენი - უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება

ნახვები: 528 ენტონი ბლინკენი - უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ენტონი ბლინკენმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებას შეუძლია, მოაახლოოს მოლაპარაკებები, რითიც შესაძლებელი იქნება სამართლიანი მშვიდობის მიღწევა.

„რუსეთი უკვე წარუმატებელი იყო, რადგანაც ისინი თავდაპირველად ცდილობდნენ, უკრაინის წაშლას რუკიდან. ცდილობდნენ შეეყვანათ იგი რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინათ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მათ არ გამოუვიდათ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ფიქრობენ კონტრშეტევას უახლოეს კვირებში. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე – ეს არის საუკეთესო და, სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხი, შევუდგეთ ნამდვილ მოლაპარაკებებს, რასაც შეუძლია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება”, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისთვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის შუამავლობაც მისაღებია. „იმ პირობით, თუ აღიარებული იქნება, რომ ფსონზე დევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, რაც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი უნდა იყოს”, – დასძინა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა