თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თომას ჰაკერი - თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს საქართველოში

ნახვები: 451 თომას ჰაკერი - თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს საქართველოში

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის, თომას ჰაკერის განცხადებით, თბილისში გამართულ შეხვედრებზე საუბარი ეხება 12 რეკომენდაციას, თუ რა პროგრესი არის მიღწეული ამ მიმართულებით.

„გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.

მისივე თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი.

„შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედიათავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს  პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედიათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – აღნიშნა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა