კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯონ კირბი - უკრაინელებმა შეძლეს, ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილი ჩამოეგდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მიაწოდეს

ნახვები: 482 ჯონ კირბი - უკრაინელებმა შეძლეს, ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილი ჩამოეგდოთ საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მიაწოდეს

შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა განაგრძოს. ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფას, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა შეძლეს რუსული ძალების მიერ ბოლო 48-72 საათის განმავლობაში ნასროლი ფრთოსანი რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით, რომლებიც მათ არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ მისმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მიაწოდეს. ”ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ფოკუსირებას”, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, უკრაინელებმა მიიღეს თითქმის ყველაფერი, რაც კონტრშეტევისთვის ითხოვეს. საუბარია, ჯავშანტექნიკაზე, არტილერიაზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საბრძოლო მასალაზე, ასევე უკრაინელი სამხედროების წვრთნების ორგანიზებაზე.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შევჩერდებით, ეს არ ნიშნავს რომ დავასრულეთ. თქვენ ნახავთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას, მაგრამ რაც შეეხება ნებისმიერი სახის კონტრშეტევის რეალურ განხორციელებას, ეს პრეზიდენტი ზელენსკის გადასაწყვეტია", - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა