კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს და იმით ხელმძღვანელობს

ნახვები: 570 ანა ნაცვლიშვილი - „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს და იმით ხელმძღვანელობს

„ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, უჯრაში რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს ჩაკეტილი და იმით ხელმძღვანელობს და არა იმ კონსტიტუციით, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუციაა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია კობახიძის განმარტებას დაეყრდნობა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს.

„დროებით საგამოძიებო კომისიაზე ირაკლი კობახიძეს მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა. ალბათ, მისი დაწერილია ის წიგნი, რადგან კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს მისი სახელი, გვარი ადევს და ჩვენ კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ირაკლი კობახიძემ ან უნდა თქვას, რომ ის წიგნები მისი დაწერილი არ არის, რაც სერიოზული სკანდალი იქნება, ან თავად გაიხსენოს, რას წერდა 2012 წლამდე სახელმძღვანელოებში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. როგორც ჩანს, ახლა კობახიძე ნანობს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები მოქმედი კანონმდებლობაა და მისი უკან წაღება ვერ მოხერხდება. ამიტომ მოუწევთ, საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან, რომ ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა წიგნებს წერდა, ან ახლა ტყუის. ყველა შემთხვევაში მატყუარა გამოდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა