კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"თავდამსხმელეს არ იცნობდა, პირადი შურისძიების შესახებ არ მსმენია" - გიჩო მარგველაშვილის მამის პირველი კომენტარი

ნახვები: 1269 "თავდამსხმელეს არ იცნობდა, პირადი შურისძიების შესახებ არ მსმენია" - გიჩო მარგველაშვილის მამის პირველი კომენტარი

"თავდამსხმელეს გიჩო მარგველაშვილი არ იცნობდა. პირადი შურისძიების შესახებ არ მსმენია" - ეს არის გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი კაცის მამის პირველი კომენტარი.

გიჩო მარგველაშვილი თეატრალური უნივერსიტეტეის რექტორის გოგი მარგველაშვილის ვაჟია. პროფესორი მარგველაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარრობა მძიმეა და ჯერ ვაჟთან გასაუბრება ვერ მაოხერხა, რომ ეკითხა, თუ რა მოხდა გუშინ ვერაზე.

"არავინ არაფერს არ უკავშირებს. გუშინ ამბავი მოხდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს დილით მე რამეზე პასუხი მექნება, როგორ ფიქრობთ? არ ვიცნობდით საბა გახოკიას და მის ოჯახს. 

ბიზნესმეწილეები იყვნენ თუ არა არ ვიცი, არც წარსულშ არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე დაპირისპირება, ამი8ს შესახებ არ მსმენია. რეანიმაციაშია, მძმიეა ძალიან მისი ჭრილობები, ამიტომაც ის არ გამოუკითხავთ" - ამბობს გიჩო მარგველაშვილსი მამა. 

დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გუშინ საღამოს იქცა.  

ადგილიდან "პირველების" მიერ მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარარებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ  განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია.

დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

 tvpirveli.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა