კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება

ნახვები: 551 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.

ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს 6 მაისს ესპანური დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ.

მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა – „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს.

ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის, გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გუსტავ ლეონჰარდთან ერთად მოსულ სტუმრებს „მასტერშეფის“ გამარჯვებული რუსო დაუშვილი უმასპინძლებს, რომელიც მსურველებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება.

შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა